Sunday, March 16, 2014

 
       მე-8 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა დღის გახსენებით და დავამთავრეთ პროექტის გეგმა.
 შემდეგ განვიხილეთ დიფერენცირების სწავლების შესახებ. შევავსეთ კითხვარი.
დავათვალიერეთ ფასილიტაციის ნიმუშები. შევამოწმეთ პორტფოლიო ჩეკლისტით.
ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე ჩვენი  პორტპოლიო.

Saturday, March 15, 2014

მე-7 დღის რეფლექსია
მე-6 დღის გახსენების შემდეგ, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები,გადავიტანეთ ჩვენს საქაღალდეში,ვიმუშავეთ რუბრიკებზე,გავაკეთეთ ჩვენი პროექტისთვის რაც გვჭირდება.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკაც გავამზადეთ. მივიღეთ დავალება,რომ გეგმის შაბლონი გავამზადოთ სასწავლო პროცედურების ჩათვლით.

Saturday, March 8, 2014

მე-5 დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო.
დავამთავრეთ შაბლონი შეფასების დროის ჩარჩომდე, გადავიტანეთ ჩვენს პრეზენტაციაში, შემდეგ შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო, რისთვისაც გამოვიყენეთ ინტელის ბიბლიოთეკაში შეფასების გამოყენება სწავლა-სწავლების გასაუმჯობესებლად.დავათვალიერეთ შეფასების სტრატეგიები, ამოვწერეთ თუ რომელი კატეგორიიდან რომელი მეთოდები გამოგვადგებოდა და  გადავიტანეთ გეგმაში.
პრეზენტაცია განვათავსეთ ბლოგზე.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

Sunday, March 2, 2014

მე-4 დღის რეფლექსია

მე-4 დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.ჩავწერეთ შესასრულებელი ამოცანები.
ვიმუშვეთმიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.ეს კითხვები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
გავუზიარეთ აზრები კოლეგებმა ერთმანეთს.
დავიწყეთ პრეზენტაცია პროექტის.

Saturday, March 1, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:

ზოგადი კითხვა:

  • როგორ შევცვალო ჩემი გარემო?
თემატური კითხვები:

  • როგორ შეუძლია გეომეტრიას დამეხმაროს გარემოს შეცვლაში?
  • როგორ დავგეგმო მომავალი ისე, რომ შევძლო ჩემი ოცნების ოთახის შექმნა?
შინაარსობრივი კითხვები:

  • როგორ გამოვიანგარიშო ჩემი ოთახის კედლების ფართობი?
  • როგორ და სად მოვიძიო შპალერის რულონის ფერის და ღირებულების შესახებ ინფორმაცია?
  • როგორ დავეხმარო უფროსებს ოთახის რემონტისათვის თანხის გამოანგარიშებაში

                                   მე-3 დღის რეფლექსია
მე-3 დღეს დავიწყეთ მე-2 მოდული სასწავლო პროექტის სწავლების პირველი და მეორე აქტივობა.
გადმოვწერეთ ესგ, მოვათავსეთ პორთფოლიოში და ჩვენი გეგმის შაბლონში მოვახდინეთ იმ სტანდარტების ჩასმა, რომლებიც მჭირდება ჩემი პროექტისთვის.
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების ფორმულირებაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. გავეცანით ნიმუშებს ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების. მივიღეთ დავალება ,რომ მოვიფიქროთ აღნიშნული სახის კითხვები ჩემი პროექტის და მიზნები და ამოცანები ჩამოვაყალიბო,რომელიც ესგ-დან გამომდინარე ჩემს იდეას შეესაბამება.

Saturday, February 22, 2014

ტრენინგდღე 2

                      მეორე   დღის რეფლექსია:    23 თებერვალი
22 თებერვალს დავიწყეთ ტრენინგი.დასაწყისში გავეცანით ტრენინგის მიზნებს.გავერკვიეთ,თუ რას გავაკეთებთ ამ 8 მოდულის გავლისას.
შევქმენით პორტფოლიო, გავამზადეთ საქაღალდეები  წინასწარ, სადაც შემდეგში მასალების განთავსებას მოვახდენთ.
დავიწყეთ პროექტის  გეგმის შედგენა. მოვიფიქრეთ და განვიხილეთ ჩვენი იდეები,შემდეგ დავიწყეთ გეგმის შაბლონის შევსება.
გავაკეთეთ ბროშურა,სადაც წინასწარ გავაკეთებთ ჩვენი იდეისა და თემის რეკლამირებას. ვისწავლეთ ეკრანისათვის სურათის გადაღება და შევინახეთ სლაიდზე.